ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი უცხო ქვეყნისათვის თავშესაფრის თხოვნას არ გამორიცხავს, თუკი საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდება. მან აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.
მეუფე ანტონი, რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომისა და ეკლესიისა და მღვდელთმთავრებისადმი სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებამ გააღიზიანა, ამბობს, რომ „ამ ქალბატონის“ გაპრეზიდენტება სახიფათოა და დაუშვებელია.
"მე ვიცი, რომ [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი არ გახდება, თუ გახდება, ვეცდები სწრაფად დავტოვო საქართველო და აღარ ვიცხოვრო აქ, იმიტომ რომ ვიცი მომიწევს რაღაც ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახელს და ჩემს ყოფას. მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც ასეთი აზროვნება იქნება", განაცხადა მეუფე ანტონმა.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი განსაკუთრებით იმით არის აღშფოთებული, რომ ზურაბიშვილმა ახალაშენებულ ეკლესიებს „უსახური“ უწოდა. მეუფე აცხადებს, რომ ყველა ახალაშენებულ ეკლესიას არქიტექტურული სამსახურის შესაბამისი დასკვნები უმაგრებს ზურგს და ასე ხელაღებით მათი „უსახურად“ გამოცხადება ყოვლად მიუღებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.