შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებ გ.ფ.-ს უცნობმა პირებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ა.ა. თბილისში დააკავეს, მისი თანამზრახველის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ყაჩაღობის და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ბინის ქურდობის 6 ფაქტი გახსნა. დაკავებულია 5 პირი, მხილებულია 2 არასრულწლოვანი. ასევე, გახსნილია, ბოლო პერიოდში ახალციხეში მომხდარი ძარცვის 3 და ყაჩაღობის 1 ფაქტი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.