რუსთავში, სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ყველა ქვედანაყოფი, ასევე ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამხედროების გარბენი რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილ მარათონს დაემთხვა, რომელიც ქალაქ რუსთავის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობდა.
სამშვიდობო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენის გამარჯვებული საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე კაპრალი გიორგი ლომიძე გახდა. სიმბოლური თასი გადაეცა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გუნდს და მის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს.
სპორტულ ღონისძიებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.