პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მის წინააღმდეგ აგორებული ცრუ კამპანიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი საქართველოს არჩევნებში ერევა და დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.
„მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დავიწყე, ჩემი მისამართით ცრუ ბრალდებები ისმის. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. იგი მარტო ჩვენ არ გვეხება, მარტო ჩვენთან არ ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ ამერიკაში, ამერიკულ არჩევნებში რუსეთმა ეს მეთოდი გამოიყენა და ახლა ამ მიმართულებით გამოძიება მომდინარეობს. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს და ამ ცრუ ცნობების გავრცელების მიზანია, დამაპირისპირონ ყველასთან. ეკლესიასთან, თითქოს მე სადმე ვთქვი, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე კი, პირიქით განვაცხადე, რომ საინფორმაციო კამპანიას ჩავუდგებოდი სათავეში. როგორც ვიცით, პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს იყო ყველაფერი", განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.