ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას ამომრჩეველთან მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც ესწრებოდა. რულოვსის თქმით, გრიგოლ ვაშაძე იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
„გრიგოლი იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ნომერი 5 და ნინო ანანიაშვილი იქნება მეხუთე პირველი ლედი. ეს წყვილი არის ძალიან ღირსეული, პატრიოტი განათლებული. მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება და ეს არის უზარმაზარი ძალა და შეუძლია ამ ძალით ძალიან ბევრი რამ გააკეთოს, ბევრი რამ შეცვალოს და მოამზადოს მთელი ქვეყანა დიდი ცვლილებებისთვის“, განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.