თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა
23-09-2018, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა​. შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა.

 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მიქელაძის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ და მათმა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

 


„დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით გაწერილი საავადმყოფოებიდან“, აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს შვიდი მოქალაქე სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოში.

 


„სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან. გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი