კახა კალაძე მარიხუანას კანონპროექტის შეჩერებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება
23-09-2018, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კანაფის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი.

 

 

კალაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში ორი სხვადასხვა კანონპროექტია შესული, რომელთაგან ერთი მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციებს, ხოლო მეორე კანაფის კულტივირებას ეხება.

 

 

„ერთი არის რეგულაციების შემოღება, არ დარჩეს საკითხი ღია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ვთანხმდებით, რომ რეგულაციები აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი საზღვრებში მოექცეს და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. მეორე მიმართულებას რაც შეეხება, კანაფის კულტივაციას ეხებოდა კონკრეტული მიზნით, რომ შესაძლებელია ის გამოყენებული ყოფილიყო როგორც საექსპორტო და სხვადასხვა სამედიცინო, მათ შორის კოსმეტიკური მიმართულებით, თუმცა აქ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულია. ამაში ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი“ განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი