ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპაში HoReCa (hotel/restaurant/café) ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანების - ევროპის სასტუმროთა და რესტორნების ფედერაციის Hotrec-ის და მისი ეგიდით შექმნილი გაერთიანების Hotelstars Union-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღებაზე. აღინიშნა, რომ ევროპაში მოქმედი Hotelstars Union-ი ერთ-ერთია იმ გაერთიანებებს შორის, რო]]მლებიც ამ მიმართულებით ევროპის წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან წარმატებით საქმიანობენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველოში ამოქმედდეს სარეიტინგო ნებაყოფობითი სისტემა ადგილობრივი სასტუმროებისთვის, რომელიც იქნება აღიარებული მსოფლიო მასშტაბით, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყნის ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე, რომლის ორგანიზაციაც ევროპის სასტუმროთა და რესტორნების ფედერაციის Hotrec-ის წევრია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.