პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის შეფასებით, ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება იმ გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით ატარებს.
„შემთხვევითი არ არის, როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საქართველოს მეხუთე ადგილზე ასახელებს, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებაა. ამ მონაცემებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რაც დიდი მიღწევა და შედეგია. ქვეყანას ასეთი სახის ინდექსების გაუმჯობესება მეტ ტურისტსა და მეტ ინვესტიციას მოუტანს, რაც მომავალში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასა და საგარეო იმიჯზე დადებითად აისახება”, განაცხადა კილაძემ.
ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.