გრიგოლ ვაშაძე რევოლუციურ სცენარზე ალაპარაკდა: „აუცილებლად გააყალბებენ, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ - ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“
24-09-2018, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გაბედონ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გავა და იქიდან ფეხს არ მოიცლის მანამ, სანამ „არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“.

 


აღნიშნული განცხადება ვაშაძემ ვარკეთილში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არ დაუშვებენ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვას.

 


„აუცილებლად გააყალბებენ, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ მაგათმა გამარჯვება და თქვენი არჩევანი. ეს 2016 წელი არ არის. სულ სხვა ხალხი მონაწილეობს არჩევნებში და ასი თვალი, ასი ყური - ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი და მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენი არჩევანის მოპარვა.

 


თქვენ თუ მოინდომებთ უმოკლეს პერიოდში გვეყოლება ეროვნული მთავრობა, რომლის არსებობის მიზეზი და მიზანი არის საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება და სახელმწიფო მოქალაქეზე არ ზრუნავს, ე.ი. არც სახელმწიფო გვაქვს და არც ხელისუფლება გვყავს და გვინდა, ქართველებს ესე ცხოვრება?! ეს იყო ქართული ოცნება?!“, განაცხადა ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი