მიხეილ სააკაშვილი: იცოდეთ, ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა
24-09-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო, წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

„კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი. თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ, სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას, სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული „გირჩი" არ მოევლინა.

 


„იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ, ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში, ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი