საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების" საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ კამპანიას, რომელიც „იაფფასიან შავ პიარზე", დეზინფორმაციასა და პროვოკაციებზეა აგებული.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, საზოგადოების მხარდაჭერით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მიიღებს საკადრის პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში".
„ჩვენი სურვილია, რომ წარიმართოს ევროპული სტილის, ყაიდის საარჩევნო კამპანია, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს ესაუბრებიან საკუთარ ხედვაზე, საკუთარ უპირატესობაზე. ამის ნაცვლად, ჩვენი საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე. ამ ყველაფრის მიზანია, დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, არ დავუშვებთ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი და არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. ამ სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული მედია.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული გაყალბებულ საარჩევნო სიებთან. ესეც არის „ნაცმოძრაობის" სტილი. ისინი პატივს არ სცემენ არც საკუთარ ამომრჩეველს, არც სხვის ამომრჩეველს და მათ წარადგინეს გაყალბებული საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ყველაფერთან ერთად", განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.