ირაკლი კობახიძე: ფარული ჩანაწერები ვისი სტილიც არის, ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს
24-09-2018, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ფარულ ჩანაწერები ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ეს იწვევს, პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. 

 

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პროცესებს.

 


„ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რა სტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ესეც ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ეს იწვევს, რა თქმა უნდა პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ვისი სტილიც არის, ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი, გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი