მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს
24-09-2018, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

 


ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე და ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე.

 


აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და მისასალმებელია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მიაღწია.

 


განსაკუთრებით გაესვა ხაზი განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობაზე.

 


პრემიერმა ფედერიკა მოგერინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად და ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი