რომან გოცირიძე: ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული
24-09-2018, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე  „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ბიზნესზე რეკეტი სავარაუდოდ სახელმწიფოს სახელით ხორციელდება. გოცირიძე აღნიშნავს, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და მისი თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყიფიანი ამ დრომდე უნდა დაეკავებინათ.

 

 

„თქვენი განცხადებიდან ჩვენ ასე გავიგეთ, რომ თურმე, „ქართულ ოცნებას“ ამ წინასაარჩევნოდ ვიღაცები რაღაც დადგმულ ფარულ ჩანაწერებს უქმნიან. აქ საუბარია ადამიანზე, რომელთანაც უშუალოდ, ვისთანაც შეხებაში იყო თქვენი მინისტრი, სპორტის მინისტრი და ფაქტობრივად, სახელმწიფოს მაღალი წარმომადგენელი... თქვენ წესით, დღესვე უნდა მოითხოვოთ ყიფიანისთვის ხელბორკილების დადება.

 

 

ჩვენც გვაქვს ძალიან გონივრული ეჭვი, რომ ის საარჩევნო კამპანია, რომელიც თქვენ აწარმოეთ, პირველ არჩევნებში, ახლა საპარლამენტოში, თვითმმართველობის არჩევნებში, ის, რაც აუდიტის სამსახურმა თანხები გამოაქვეყნა, ეს არის დაახლოებით, 20-ჯერ ნაკლები, რაც თქვენ დახარჯეთ რეალურად. თქვენ მიერ ნაჩვენები და თქვენ მიერ დახარჯული საარჩევნო თანხები ასტრონომიულად არის აცდენილი ერთმანეთისგან. ამიტომ სავსებით სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული”, განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი