პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ამომრჩევლებს შეხვდა.
ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს გააცნო და ახალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზეც ისაუბრა.
„მე მგონი, ერთი ნაწილი იმ აგრესიის, რაც არსებობს ახალგაზრდებში და დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, ეს არის მოცემულობა და არა მხოლოდ ჩვენთან, რომ ეს აგრესია იზრდება. ერთ-ერთი ამ აგრესიის კანალიზაცია ხდება სწორედ ამ ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით და ჩვენ ამას უნდა მეტი დატვირთვა მივცეთ ყველა სკოლებში და ამაზეც უნდა ალბათ, ერთად ვიმუშაოთ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.