პრემიერ მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა
25-09-2018, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ,ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც გაეროს შტაბბინაში გაიმართა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე.

 

 

„ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას. პრემიერმა გაეროს მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

 

 

პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

 

პრემიერმა ანტონიო გუტიერეში საქართველოში მიიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მეგობარია და მზადყოფნა გამოთქვა, თბილისს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეწვიოს", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი