მამუკა ბახტაძე: 21-ე საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიც ოჯახებს შუაზე ჰყოფს და ადამიანებს საკუთარ საცხოვრისს წყვეტს
25-09-2018, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არავინ ისე არ აფასებს მშვიდობას, როგორც ის, ვინც მისი ნაკლებობა საკუთარ თავზე განიცადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

 


პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

 

 

„რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონფლიქტი გამოწვევად უდგას მშვიდობას ჩემს ქვეყანაში - საქართველოში. ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს და ასობით ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ და კვლავ ვერ ახერხებენ დაბრუნებას ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან და დანარჩენ სამყაროს არიან მოწყვეტილნი, ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდიან და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი არიან. 21-ე საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიც ოჯახებს შუაზე ყოფს და ადამიანებს საკუთარ საცხოვრისს წყვეტს", განაცხადა პრემიერმა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას საქართველო კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით პასუხობს.

 

 

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდინოთ ხმა და განსხვავებებს შორის ხიდი გავავლოთ, რათა ერთობა და კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ერს სამომავლოდ. ამ განზრახვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის აპრილში მნიშვნელოვანი მშვიდობიანი ინიციატივა გამოაცხადა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". მის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად კონფლიქტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის", აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას სამართლის პრინციპებზე დამყარებული წყობის, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების აღდგენისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი