ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს
25-09-2018, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

 

 

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

 

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების კომიტეტის სხდომას საქართველოში. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება.

 

 

ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია.

 


ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ვამაყობთ კულტურის ისტორიით და ჩვენი მიზანია, მეგობრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში. გვჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით. ამ შემთხვევაში, მსოფლიო იქნება ბევრად უკეთესი“,  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციისა, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს, ვითარდება და ჩვენ წინა რიგებში ვდგავართ არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, არამედ ეკონომიკური სისტემის გაძლიერების კუთხით. ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევებით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იმავე ღირებულებებს იზიარებს, რაზეც ევროპის საბჭოა დაფუძნებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ქართული კულტურის ნაწილია.

 

 

„ჩვენ ვეთანხმებით და ვეფუძნებით ყველა იმ ღირებულებას, რომელზეც არის დაფუძნებული ევროპის საბჭო. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ასევე არის ჩვენი კულტურის ნაწილი და რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში ეს ღირებულებები იყოს პატივცემული“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი