დუშეთის მუნიციპალიტეტში 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნა
25-09-2018, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სეთურებში - დიდველზე, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნა.

 

 

დღესასწაული ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

 

 

კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნის პატივსაცემად, ორგანიზებული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: ტრადიციული დოღი, „ხრიდოლი“, ჭიდაობა, კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების - „ქალილოსა“ და „შადიანის“ მონაწილეობით. სტუმრებს, აგეთვე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული კერძები. დოღში გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

 

 

საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი