ეკლესიის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებაში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რასაც მეც არ ვეთანხმები. სრულიად გაუგებარია ზოგიერთი მღვდელმთავრის ზღვარგადასული აქტიურობა - ერთ-ერთმა მათგანმა წყევლა-კრულვაც შეუთვალა ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს“, აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ კრიტიკასაც გამოხატავს.
„საპრეზიდენტო კანდიდატის ამპლუაში ზურაბიშვილმა პირველივე ნაბიჯების გადადგმისას არაერთი შეცდომა დაუშვა. ის საკმაოდ ჯიუტი და ხისტი პოლიტიკოსია, ზოგ შემთხვევაში ზედმეტად უკომპრომისოც - სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ისევ ამგვარი განცხადებების გაკეთება თუ დაიწყო, იმპიჩმენტის გამოცხადება გახდება საჭირო... ერთია მის მიერ დაშვებული შეცდომები და მეორე ის შავი პიარი, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლამის იმდენი ქნან, რომ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერად აქციონ... რაც შეეხება ეკლესიის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, მასში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რასაც მეც არ ვეთანხმები - მიუხედავად იმისა, რომ ვარ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, უაღრესად გულმხურვალე მხარდამჭერი და მიმაჩნია, რომ ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი იდეის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი მღვდელმთავრის პოზიცია უარყოფითად არ უნდა შეფასდეს... სრულიად გაუგებარია ზოგიერთი მათგანის ზღვარგადასული აქტიურობა - ერთ-ერთმა მათგანმა წყევლა-კრულვაც შეუთვალა ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. აბსოლუტურად სწორად ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა - პოლიტიკური განცხადებებისგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონო“, განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.