თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, ასევე სტრატეგიულ ობიექტებს და აკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს, აღნიშნული სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს 21 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. ამიტომ მინდა მთელ პირად შემადგენლობას, სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, არის მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო. ეს არის ხალხის და ქვეყნის სამსახური, რომელიც პირველ რიგში დიდ ერთგულებას, მაღალ პროფესიონალიზმს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, ასევე სტრატეგიულ ობიექტებს და აკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე პირნათლად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს და პირნათლად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.