საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეთნიკური უმცირესობის რეკრუტებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა I ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზა „ხცისში“ დღეიდან დაიწყო. კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებიან.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ეროვნული უმცირესობის 82 აზერბაიჯანელი და 41 სომეხი წვევამდელია ჩართული. სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო და 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები სახელმწიფო ენის საფუძვლებს შეისწავლიან და ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს, ოფიციალური წერილებისა და დოკუმენტების შედგენას შეძლებენ.
სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელებს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში სრულფასოვნად მოახდინონ თავის დამკვიდრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეიარაღებულ ძალებში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, რაც მათ დაეხმარებათ სრულფასოვნად გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, გააგრძელონ კარიერა შეიარაღებულ ძალებში და ისარგებლონ საგანმანათლებლო შესაძლებლობებით.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.