არ გამოვრიცხავ, რომ ახლახან აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრისთვის მართლმსაჯულების პრობლემებზე დახურული შეხვედრებისას მკაფიოდ მიეთითებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე ყველაზე ნაკლები ბრალი მას მიუძღვის, - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე, შეკითხვის - „აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო რომ შექმნილიყო აშშ-მა წლების განმავლობაში, დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა...“
„იმდენად ჩამყაყებულია ვითარება სასამართლო სისტემაში, წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება უახლოეს მომავალში რამის არსებითად შეცვლა.
„ქართულმა ოცნებამ“ უმთავრესი შეცდომა ის დაუშვა, რომ სასამართლო სისტემა არ შეცვალა და ის მოსამართლეები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არათუ გაუშვეს სისტემიდან, არამედ დააწინაურეს კიდეც. ეს არ უნდა მომხდარიყო. სამართალდამცავ სტრუქტურებში არ უნდა დარჩენილიყვნენ ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კანონს არღვევდნენ, რის შედეგადაც იმ რეჟიმს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, არაერთს გაუნადგურდა ჯანმრთელობა, განადგურდა მორალურად... ჩემი აზრით, კოაბიტაციის ეს ფორმა უმახინჯესი იყო, ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა და კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. მოსამართლეების ნაწილი, რადგან ძველი დანაშაულები შერჩა, თვლის, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება. მათ მონანიებითაც არაფერი მოუნანიებიათ, ისე აპატიეს“, ამბობს მამუკა არეშიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.