თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ტრენინგი დაიწყო. UNESCO-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის თანადგომით მიმდინარე ორდღიან სემინარში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კურსს UNESCO-ს ტრენერები, „ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გადაუდებელ ვითარებაში ძეგლების დაცვის უზრუნველსაყოფად პროფესიულ ცოდნასა და უნარებს გაიუმჯობესებენ, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისთვის სათანადო სპეციალურ მანიშნებსა და საგანგებო ვითარებაში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ.
შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ძეგლების დაცვა ეროვნულ დონეზე განსახორციელებელი ნაკისრ ამოცანას წარმოადგენს. 2016 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის „მცხეთის ისტორიულ ძეგლებს“ „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საგანძურს დამატებითი დაცვის რეჟიმს უდგენს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.