დაპირისპირება ოპოზიციაში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების სიის გადამოწმება „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, ბესო დონაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
მელია ახსნა-განმარტებას „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს სთხოვს.
„არ მინდა წარმოვიდგინო საკუთარი თავი ოდესმე საკუთარი თავის ადგილას. აი, ამ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქთან, იმ ბრძოლაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ წელს ოქტომბრის არჩევნებში, ამ დროს პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია და რომ ჰკითხო არიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მათი პოლიტიკური საბჭოს წევრი უჩივის სხვა ოპოზიციურ პარტიას პროკურატურაში. აი რა ჰქვია ამ საქციელს, მე სახელს არ დავარქმევ. ბატონმა, დავით ბაქრაძემ გასცეს პასუხი", აცხადებს ნიკა მელია.
დონაძე, რომელიც ამავდროულად, საოლქო კომისიის წარმომადგენელია მარნეულში და რომლის სახელი და გვარიც „ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის მხარდამჭერების სიაში რამდენჯერმე აღმოჩნდა, ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურასაც მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.