„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ძალა ერთობაშიას" ლიდერები, გამოთქმული ბრალდებებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს დახმარების ხელს უწვდიან.
„მერამდენედ უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით კონფლიქტის, ნიაღვარის ცილისწამების და სიბინძურის დათესვით? ეს მათ სტილად იქცა და ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს. აი ამ ცილისწამების მოგონების გარდა. რასაც იმეორებენ უკვე მერამდენედ. ჯერ საჩუქარი გაუკეთეს აი ამ ბახტაძის ამბით ივანიშვილის პროპაგანდას, ახლა საკუთარივე შეცდომის გამოყენების საბაბად ცდილობენ ჩვენზე თავდასხმას და კიდევ უფრო ეხმარებიან ივანიშვილს და ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით აი ამ ნიაღვარის დათესვით. ან იმ შეთანხმებას რატომ აწერდნენ ხელს თუ მაინც ამ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენზე თავდასხმისას. სიტყვა რაღაც ფასი ხომ უნდა ჰქონდეს მათსას", განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკოში წარდგენილ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო დონაძე აღმოჩნდა.
დონაძის თქით, მისი სახელი და გვარი და ყალბი ხელმოწერები სამჯერ იყო დაფიქსირებული „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ სიაში, თუმცა მისი თქმით, პროკურატურას არა მან, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.
ცესკომ „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა სიებში არაერთი ყალბი, მათ შორის პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერა აღმოაჩინა და საკითხი შესასწავლად პროკურატურას გადაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.