საერთაშორისო კვლევის - „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ მიხედვით, საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს იკავებს
25-09-2018, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ მიხედვით, საქართველო იკავებს მე-7 ადგილს 162 ქვეყანას შორის. კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით, კანადურმა ფრეზერის ინსტიტუტმა მოამზადა.

 


ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი მიქანაძის განცხადებით, წლევანდელ კვლევაში საქართველოს მე-7 პოზიცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ვუსწრებთ ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი.

 


მიქანაძის შეფასებით, ინვესტორებთან ურთიერთობისას მთავარი ფაქტორია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და აგრეთვე ის, თუ როგორ პოზიციონირებს ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებში, რადგან თუ პოტენციური ინვესტორები გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოსვლას და ინვესტიციის განხორციელებას, სწორედ მსგავსი მაჩვენებლებით იხელმძღვანელებენ, ღირს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა.

 


„ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომ აღნიშნული პოტენციალის კარგად გამოყენება მოხდეს - აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოს როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე მათ, ვინც უკვე ქვეყანაში არიან და ბიზნესს აწარმოებენ, მათაც კარგად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა", განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი მიქანაძემ.

 


Fraser Institute-ის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს - მთავრობის ზომა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია. აღნიშნული ინდიკატორები, თავის მხრივ, მოიცავს 23 კომპონენტს, ხოლო კომპონენტები კი, აერთიანებს ქვე-კომპონენტებს. სულ, რეიტინგი მოიცავს 42 განსხვავებულ ცვლადს. თითოეული ცვლადის შეფასება ხდება 0-დან 10 ქულამდე.

 

 

საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი