პაატა შეშელიძე: საქართველო ინსტიტუციური თვალსაზრისით, იხვეწება და სტაბილურობას იძენს
25-09-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო უკვე მესამე წელიწადია ინარჩუნებს ადგილს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ათეულში, სადაც მეშვიდე ადგილზე გავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური თვალსაზრისით ქვეყანა იხვეწება და სტაბილურობას იძენს,“ განაცხადა „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ.

 


Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით, 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა.

 


პაატა შეშელიძის განცხადებით, „ეკონომიკური თავისუფლება“ მსოფლიოში წარმატებული კვლევაა, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ეცნობა, ასევე „აკვირდება, როგორ იცვლება მათი კონკურენტი ქვეყნების, სხვა ქვეყნების ვითარება, ასევე მეწარმეები უყურებენ სად შეიძლება უფრო გონივრული ინვესტიციის გაკეთება.

 

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლება საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი იქნება.

 


საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

 


„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი