არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის მხარდასაჭერად აზერბაიჯანის საელჩოსთან სტუდენტები აქციას მართავენ
27-06-2015, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანის საელჩოსთან, კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის მხარდასაჭერად თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აქციას მართავენ. ახალგაზრდების მიერ ქუჩაში გამოტანილ პლაკატებზე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ერი მხარს უჭერს არქიმანდრიტ დემეტრეს.

 

 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ სასულიერო პირს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მსახურების ჩატარების უფლება მიეცეს, რათა ისტორიულ ჰერეთში მოქმედი ერთადერთი, წმინდა გიორგის ტაძარი მოძღვრის გარეშე არ დარჩეს.

 


ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის მთავრობას მიმართეს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშნად არქიმანდრიტი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაუშვან. როგორც ისინი აცხადებენ, მამა დემეტრეს მოსთხოვეს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება იმისათვის, რომ ეკლესიაში მსახურება განაგრძოს.

 


აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თუ შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანის სახელმწიფომ მამა დემეტრეს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს. მათივე თქმით, არქიმანდრიტმა დემეტრემ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა 21 ივნისს ვეღარ შეძლო, რადგან საბაჟოზე მას პრობლემები შეექმნა.

 


აქციის ორგანიზატორები აპირებენ მათ მიერ ხელმოწერილი მიმართვა შეიტანონ აზერბაიჯანის საელჩოში, ასევე სახელმწიფო კანცელარიაში, რათა არქიმანდრიტ დემეტრეს მიეცეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების აღვლენის უფლება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი