გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს „პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილი“ ევგენი სკლაროვი - გოგა ხაინდრავა
25-09-2018, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რუსული იმპერიალიზმის ამფსონები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან, და ეს იდეა მოდის „პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილი“ ევგენი სკლაროვისგან, რომელიც არის პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი და დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

 


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და სხვა არაფრისთვის. მას სხვა არანაირი ფუნქცია არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ყველანაირი მცდელობა ჰქონდა და ამას ვუყურებდით ჩვენ პირდაპირ უკრაინაში და ახლა ცდილობს, რომ ეს გააკეთოს საქართველოში. ვისი ხელით ცდილობს ამას? - გრიგოლ ვაშაძის ხელით“.

 

 

„ერთიც და მეორეც კგბ-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან. ჩემი თაობის ხალხია, სააკაშვილი ცოტა პატარაა. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, იქ არავინ სხვა გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ და იქიდან არ გამოდიოდნენ. რუსული დიპლომატია არის უშიშროების დიპლომატია, იქ არც ერთი თანამშრომელი რუსეთის დიპლომატიური მისიების მსოფლიოში არა თანამშრომელი კგბ-სი არ არის. ეს შეუძლებელია, რადგან იქ სკოლა აქვთ გავლილი. გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ და რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და რუსეთის მოქალაქე, დღეს სააკაშვილთან ერთად ქალბატონს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ მისი ოჯახი აქედან გაძევებული იყო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, ამ ქვეყანას წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი და სისხლში ჩაახრჩვეს ეს ქვეყანა და სალომეს ნათესავები, - აი ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამფსონები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან“, აღნიშნა გოგა ხაინდრავამ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი აგებულია კრემლიდან საქართველოში მოვლენილი ევგენი სკლაროვის პიარ-მეთოდებზე - სკლაროვის, რომელიც ხაინდრავას ინფორმაციით, „დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში“

 


„ახლა გეტყვით საიდან წამოვიდა ეს. სკლაროვი, ევგენი სკლაროვი, რომელიც არის პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში, მისი იდეაა, პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილია. მათ ძალიან კარგად იციან, ეს ძველი მეთოდია, როგორც კაგებესი, ისე გერმანიის უშიშორების, თავის დროზე ჰიტლერის დროინდელი, როდესაც მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ ჩადიხარ, რასაც შენ წარმოადგენ და რაც წარმოუდგენელია საერთოდ. ამიტომ ამ სკლაროვმა თავისი დავალებით, რომელიც მან მიიღო და ახორციელებს აქ გრიგოლ ვაშაძე და სააკაშვილი იქ, სადაც არის ჩამოიტანა ეს იდეა და ახორციელებენ თქვენი მეშვეობით, თქვენი დახმარებით, თქვენი მონაწილეობით, იმიტომ რომ ეს იქ დაბადებული იდეაა, არაერთხელ განუხორციელებიათ და მაგ გზით მიდიან ახლაც. სალომეს აბრალებენ, ამას სალომეს აბრალებენ, რაც ახლა წაგიკითხეთ და ეს არის სირცხვილი. ცოტა გამოფხიზლდით და აზრზე მოდით ვინ ებრძვის ამ ქვეყანას, როგორ ებრძვის და საიდან მოდის საფრთხე სალომესგან თუ ვაშაძე-სააკაშვილისგან. ეს ხომ თქვენ გეხებათ, თქვენი შვილების მომავალს ეხება. ეს მამაძაღლები, ეს მატყუარები, ეს ფლიდები და ფარისევლები რომ გამოდიან და იძახიან რომ შევცვლით, ჩამოინგრევა ხელისუფლება და ხვალიდან აღარ იქნება „ოცნება“. რა იზამენ 28-ში, რა უნდა ქნან, ვთქვათ აირჩიეს „კიკა“ საქართველოს პრეზიდენტად, როგორც მაგათ უნდათ და რა იქნება? რა უფლებები აქვს იმ საქართველოს პრეზიდენტს? რა უნდა გააკეთოს? მთავრობას ამტკიცებს თუ საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი ძალა აქვს? ეს ხომ სიცრუეა, ფარისევლობა“, აცხადებს გოგა ხაინდარავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი