საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იყენებს ადამიანებს იმისთვის, რომ არჩევნებში მმართველი გუნდისთვის სასურველი პირს მისცენ ხმა.
„ქართული ოცნება” ადამიანებს სამსახურში იყვანს არა პროფესიული ნიშნით და მათი უნარ-ჩვევების, არამედ იმის მიხედით, არიან თუ არა ისინი პარტიული აქტივისტები, დეპუტატების, მთავრობის წევრების ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ოჯახის წევრები. ეს არის „ქართული ოცნების“ ოქროს რეზერვი, კოორდინატორების ინსტიტუტი ამ ხალხს დააწყობს არჩევნების დღეს და აიძულებს, რომ ხმა მისცეს „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს. ამაში მიდის ბიუჯეტის თანხები, ამაში ვიხდით ჩვენ ფულს და ჩვენი ამოცანაა ოპოზიციის, რომ არ დავუშვათ ამ რეზერვის გამოყენება და ამ ნეპოტისტური მიდგომების გამოყენება“, განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.