„სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ როცა 2016 წელს პარტია შექმნა და როცა პარტიის რეიტინგმა აიწია, სალომე ზურაბიშვილმა მის პარტიაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რაზეც მან უარი უთხრა.
„შემომითვალა, რომ თუ არ იქნება პაატა წინააღმდეგი, მოვალ პარტიაშიო. მე უარი ვუთხარი... მე მას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი“, აღნიშნა ბურჭულაძემ, რომლისთვისაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მიუღებელია.
„როცა მოყოლით იცი რა არის საქართველო. სოფელში არ ხარ ნამყოფი... დასცინი ამ ხალხს?“, თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.