დღესვე უნდა იყვნენ დაკავებულნი კალაძე და ივანიშვილი იმიტომ, რომ კორუფციული საქმე გასკდა, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
ნათელაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცოტა ხნის წინ ამავე სატელევიზიო ეთერში მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ 2012 წელს ივანიშვილმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას დიდი ოდენობით თანხა შესთავაზა და ხაზი გაუსვა, რომ კახა კალაძეს უკვე მისცა 8 მილიონი ბანკისათვის.
„ჩვენ თუ ვართ, რაღაც სახელმწიფო წარმონაქმნი, ბურჭულაძის დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, დღესვე უნდა იქნან დაკავებული კალაძე და ივანიშვილი, იმიტომ რომ უმსხვილესი კორუფციის ფაქტი გასკდა. მილიონებზეა საუბარი, რასაც სთავაზობდნენ ადამიანის მოსყიდვის მიზნით და ეს დადასტურებულია. ეს დღეს თუ არა, 28 ოქტომბრის შემდეგ მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველიო ხალხი აღარ აირჩევს კორუმპირებულ, გადამგდებ, ნარკობარონ, მომტყუებელ, თავზე ლაფის დამსხმელ, ქვეყნის შემარცხვენელ ივანიშვილს, ქუმსიშვილებს, კვირიკაშვილებს, მამაცაშვილებს და აირჩევს ქვეყნის მომავალს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეცვლის იმ კორუფციულ სისტემას, რომელიც ბოლო ათწლეულები ახრჩობს საქართველოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.