ნიკა მელია: ყველგან შემოვარდებიან, ხალხო, ოჯახებშიც შემოგვივარდებიან... ოლიგარქმა დაიპყრო და მიიტაცა მართვის სადავეები და მართავს ქვეყანას, როგორც საკუთარ კომპანიას
26-09-2018, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მდიდრდება მხოლოდ ვიწრო კლანი და ღარიბდება დანარჩენი საქართველო. მელიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი ან მაღალი თანამდებობის პირი ყველაფერს  მართავს ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავის კომპანიას მაფიოზური სტილით.

 

 

„დავრწმუნდით, რომ ყველა იმ ბიზნესს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაისაკუთრა, უბრალოდ, ხარკს ახდევინებს ანუ ბეგრავს.

 

 

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ ქვეყანაში გაშენდება მარიხუანას პლანტაციები. ვინმეს სიგარეტიდან 2.5 და ყუთზე 12.5 ახდევინებენ, წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ პარტიის ყულაბაში ამ ნარკოპლანტაციების და მარიხუანას პლანტაციებიდან რამდენს გადაახდევინებენ. ხომ დაიმსხვრა ის მითი მთლიანად მოსახლეობისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი ფული აქვს, რომ რატომ მოიპარავს?, პირდებოდა ყველაფერს უფასო გაზს, პარქტიკულად, უფასო წყალს, ელექტროენერგიას, იქ სოფლებს 5 მილიონი და ა.შ.

 

 

მისთვის უფასო არის გაზიც, წყალიც, ელექტროენერგიაც და იქ თავისუფალ ეკონომიკურ ბაზაში, გლდანში აწარმოებს ბიტკოინებს და აბსოლუტურად ყველა რეგიონიდან ამოაქვს ფული და ვიწრო წრეზე იმ ადამიანებზე ზრუნავს, ვინც მის გარშემო არის, მაგრამ ის მილიონი ადამიანი, ვინც ხმა მისცა ივანიშვილს დარჩა მოტყუებული.

 

 

ზუგდიდის მერი, რომელიც პრაქტიკულად, კორუფციაში არის მხილებული ჯერ გაიქცა ქვეყნიდან და იქიდან გადადგა. ახალა ჩამოიყვანეს და პარტიის რეგიონულ თავმჯდომარედ დასვეს და პლუს ყველა მინისტრი აბსოლუტურად კორუფციაში არის მხილებული.

 

 

ეს ხელისუფლება არის აგონიაში, გაბანკროტებულია. არ იფიქროთ, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რა ცუდ დღეში არიან, განსაკუთრებით ამ კანდიდატის პირობებში, რა ქნან არ იციან. უმძიმეს შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, მაგრამ განზრახ აკეთებენ ამას, რომ მართვის სადავეები კიდევ უფრო არ გაექცეს. ყველგან შემოვარდებიან, ხალხო, აქაც შემოვარდებიან, თქვენთანაც შემოვარდებიან და ოჯახებშიც შემოგვივარდებიან, რომელ პროკურატურაზე საუბრობთ, ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, არ არსებობს არც ერთი თანამდებობის პირი, ყველანი არიან ბიძინა ივანიშვილი ადეპტები, ოლიგარქმა დაიპყრო და მიიტაცა მართვის სადავეები და მართავს ქვეყანას, როგორც საკუთარ კომპანიას, მაფიოზური სტილით“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი