საფრანგეთში, ტუნისსა და ქუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმების გამო მწუხარებას გამოხატავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე ფრანგ, ტუნისელ და ქუვეიტელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
"ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან.
კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვგმობ ძალადობისა და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.