ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
ხაზი გაესვა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.
აღინიშნა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში და განაცხადა, რომ მთავრობა არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დავით ზალკალიანმა და აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.