ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის ახალ ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება
26-09-2018, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნოემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ლევან იზორიამ საქართველოში ახლადდანიშნულ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიის ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

 

 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ.

 


შეხვედრის თემებს ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუცია, საერთაშორისო სწავლებებში გერმანულ მხარესთან ერთად მონაწილეობა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენდა.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი