წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ახალი, თანამედროვე სკოლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გახსნეს.
„ქვეყნის წარმატებისთვის მთავარია განათლებული თაობა, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიხარია, რომ სრულფასოვან განათლებას გუმათის სკოლის მოსწავლეები, ამიერიდან თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტატის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
სკოლაში შეკრებილ ყველა მოსწავლესა და პედაგოგს იმერეთის გუბერნატორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

გუმათის სკოლაში ამ ეტაპზე 16 ბავშვი ისწავლის. იქნება 2 კლას–კომპლექტი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 470 733 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო. გუმათის სკოლის შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი სასწავლო დაწესებულების აშენება.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.