გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მედიისა და ბიზნესის დატერორება და მით უფრო საპრეზიდენტო არჩევნების წინ უმაღლესი სტანდარტის დემოკრატიას არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში კი, როგორც ვაშაძე ამბობს, თუკი ქვეყანა რეპუტაციას არ გაუფრთხილდება და არ ექნება უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა გახდება.
„არ შეიძლება „იბერიაში" შევარდნა, არ შეიძლება „პალიტრანიუსში" შევარდნა, არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება; არ შეიძლება ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჩვენ რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის საქმე და ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა.
ჩვენ თუ არ გვექნა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი დემოკრატია, ყველა ჩვენი საგარეო მიზანი გადავადდება და გახდება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა. სამწუხაროდ, ყველას ესმის ეს, ყველა ოპოზიციურ ძალას არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიას, ბიზნესს - არ ესმის მხოლოდ ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელიც რატომღაც არის დარწმუნებული, რომ შეიძლება ვინმეს მოტყუება", უთხრა ვაშაძემ „რუსთავი 2"-ს ვაშინგტოში, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვდრებს მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.