წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან აზიზ სალტიკთან ერთად, სოფელ ოფურჩხეთში ბიბლიოთეკა გახსნა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესში ადგილობრივები დასაქმდენენ და თავად შექმნეს ის გარემო, რომელიც ყველასათვის სასიამოვნო იქნება და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წიგნებთან დაახლოვებას", აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.
ბიბლიოთეკა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" მხარდაჭერით, კომპანიის სათემო ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტისათვის სულ 34 000 ლარი დაიხარჯა.
„ჩვენი მიზანია, ნამახვანი ჰესის, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტის განხორციელების პარალელურად, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პროცესში“, განაცხადა კომპანია "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, აზიზ სალტიკმა.
ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წიგნების საცავს, სამკითხველო ოთახებს, მოეწყო მყუდრო კუთხეები წიგნების წასაკითხად, განთავსდა ფერადი მაგიდები და რბილი სკამები, მოიხატა კედლები. წიგნად ფონდს შეემატა ქართულ და ინგლისურ ენოვანი ლიტერატურა.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.