ივანიშვილს სახელმწიფო დაცვა გადადგომისთანავე შეუწყდა, ღარიბაშვილს ახალი კანონის მიღებისთანავე შეუწყდება - პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება
26-09-2018, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება, რაც ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც გავრცელდება, – განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საუბრისას.

 


„კანონში არსებობს კოლიზია, პირველის პრიმა და მეოთხე პუნქტებს შორის. პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა.

 


მეოთხე პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო თანამდებობის პირს და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც უფლებამოსილების შეწყვეტის ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ეს იყო კოლიზია – ერთი პუნქტი გვეუბნებოდა რომ უნარჩუნდება, მეორე გვეუბნებოდა რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ენიშნებოდა.

 


ჩვენ შემოვიტანეთ ახალი პროექტი – მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დაცვა შეუნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით“, აღნიშნა ჩუბინიძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 


ანზორ ჩუბინიძემ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც.

 


„თქვენს კითხვაზე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა გადადგა თუ არა პოსტიდან, მაშინათვე შეუწყდა სახელმწიფო დაცვა. მას ჰყავს დაქირავებული, ანუ კომერციული სახით დაცვის პოლიციიდან აყვანილი დაცვა. ის ამ მომსახურებაში იხდის თანხას და არავითარ კავშირში არ არის სახელმწიფო დაცვასთან“, აღნიშნა ჩუბინიძემ.

 


ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის საკითხითაც, დანიშნული ყავს თუ არა მას დაცვა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ აღნიშნა, მას სახელმწიფო დაცვა ჰყავს, თუმცა ამ კანონის მიღების შემდეგ ღარიბაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.

 


„ამ კანონის მიღების შემდეგ, როდესაც კანონი ძალაში შევა, მიმდინარე დაცვის ღონისძიებათა შემდგომი განხორციელების საკითხი დარეგულირდება ამ კანონით განსაზღვრული ვადებისა და წესების დაცვით. როგორც კი შეუსრულდება ირაკლი ღარიბაშვილს, შეუწყდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომსახურების გაწევა“, – აღნიშნა ჩუბინიძემ და დააზუსტა, რომ რადგანაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ერთწლიანი ვადა გასულია, მასზე ნორმა გავრცელდება და მას დაცვა შეუწყდება.

 


მანვე აღნიშნა, რომ იგივე წესი ვრცელდება ყოფილ პრეზიდენტებზეც.

 


„სახელმწიფო დაცვა ყველას შეუწყდება, ოღონდ, ამის საფუძველი თუ არ გახდა მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილება. ვინ უნდა ჩათვალოს ამის საჭიროება – მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა და დაზვერვის სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციით, თუ არსებობს რამე ან მისი სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის მუქარასთანაც დაკავშირებით. ეს საკითხი უნდა გახდეს განხილვის თემა და აქედან გამომდინარე, მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება, ან გაუგრძელოს, ან დაუტოვოს. თუ ეს არის რისკის შემცველი, უნდა მოითხოვონ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და პირველ რიგში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და უნდა მოხდეს გაგრძელება. დაცვის მინიმალური სტანდარტები უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ და მათი აღსრულება უნდა მოახდინოს საჭიროების მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა – ეს არის ჩვენი შემოთავაზება“, განაცხადა ჩუბინიძემ როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი