„თურმე, მასალებში არის პორნოგრაფიული შინაარსის, უხამსი გამონათქვამები“ - გიორგი ვაშაძის თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლებს „ძალა ერთობაშიას“ რეკლამების განთავსება აუკრძალა
26-09-2018, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სხვადასხვა მაუწყებლებს მათი რეკლამების განთავსება აუკრძალა.

 

 

როგორც გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ქმედება „ქართული ოცნებას" მორიგი მექანიზმია, რომელსაც მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს.

 

 

„შეშინებულმა, დამფრთხალმა და კორუფციის მორევში ჩაფლულმა „ქართულმა ოცნებამ" უკვე დამატებითი მექანიზმები ჩართო ჩვენს წინააღმდეგ - გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წინააღმდეგ და ჩვენი საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ.

 

 

ამჯერად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელმაც მისწერა წერილი სხვადასხვა მაუწყებლებს და აკრძალა ჩვენი რეკლამების განთავსება ტელეეთერში, რისი არანაირი უფლებაც მას არ ჰქონდა. ჩვენ რეკლამებში ციტირებას ვახდენდით იმის, რასაც ამბობდა სალომე ზურაბიშვილი და  ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მასალებში არის პორნოგრაფიული შინაარსის, უხამსი გამონათქვამები და აქედან გამომდინარე, თურმე, ეს რეკლამა არ უნდა მოვისმინოთ", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი