25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენის სისტემა ამუშავდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამჟამად აღნიშნული სისტემის ფუნქციონერებასთან დაკავშირებული დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 3-4 დღეში კი, აღნიშნული წყალსადენი სისტემა წყალმომარაგების აუზს შეუერთდება.
„25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენის სისტემა ამუშავდა, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების ნინოწმინდის კომპანიის" წარმომადგენლებს, რომლებმაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობასთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხი ნაწილობრივ მოაგვარეს", აღნიშნულია ნინოწმინდის მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.