ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც რამდენიმე დღეა პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, აქციებს მართავს, დღეს პარლამენტის შენობის წინ, კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.
„შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს....
ფაქტია, რომ ამიკრძალეს აქციის ჩატარება. ყველაფრის საქმის კურსში არიან. ოფიციალურად გვაქვს ნებართვა აღებული, მაგრამ მოდიან მაინც ძალადობაზე. გუშინ მივიღე მერიისგან თანხმობა დაველოდოთ და გავარკვიოთ ყველაფერი. პირადაპირ მოქმედებაზე გადავდივარ არავის არაფერს ვეტყვი და თვითონ მიხვდებიან", თქვა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.