მამუკა ბახტაძე: საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია
26-09-2018, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, - ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა.

 


დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ხოლო Grace Farms Foundation-ის მხრიდან პრეზიდენტმა, შერონ პრაინსმა მოაწერეს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და აღინიშნა, რომ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა სრულიად სხვა მიმზიდველობას შესძენს ბიზნესის კეთებას საქართველოში და ამავდროულად, გაზრდის ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას, რაც მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა.

 


პრემიერ მინისტრმა ისაუბრა საქართველოს წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეფორმატორი, რომლის წარმატებული რეფორმების გაზიარებით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება.

 

 

„საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


საქართველოში ბიზნესში უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესახებ Grace Farms Foundation-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ოქტომბრის ბოლოს, თბილისში იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი