ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
26-09-2018, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 


„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ სცნო.

 


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირებმა - თ.ზ.-მ და მ.კ.-მ ქ.თბილისში, უკანონოდ შეაღწიეს ლ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 10 816 ლარს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 


სამართალდამცველებმა თ.ზ. და მ.კ. 2017 წლის 29 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, ხოლო თ.ზ.-ს ბრალდება ასევე წარედგინა 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო მ.კ.-ს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი