ქართული საზოგადოება არ უნდა "შეურიგდეს ცოდვას" და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგალიზება!
28-06-2015, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ, ქვეყნის 50-ვე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნო. 26 ივნისიდან, კონსტიტუციაში შესული ცვლილების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაქორწინდეს მასზე, ვისზეც სურს! ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. პრეზიდენტმა უკვე უწოდა გადაწყვეტილებას – "ქვვეყნის ისტორიაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯი"!..1996 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ წყვილების ქორწინებას მოსახლეობის მხოლოდ 27% მიიჩნევდა დასაშვებად. ეს რიცხვი წელს 60%-მდე გაიზარდა. აშშ "პირობას დებს", რომ ერთსქესიანთა "ქორწინება" მთელ მსოფლიოში გავრცელდება. ბარაქ ობამა, აშშ–ის პრეზიდენტი:"ამერიკა შეეცდება ლგბტ-ს წარმომადგენლებისთვის მსგავსი უფლებები სხვა ქვეყნებმაც მიიღოს"! – დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აშშ–ის ამ გადაწყვეტილებამ მთელს მსოფლიოში და კერძოდ საქართველოში. ჩვენში, ბევრს მიაჩნია, რომ "ხვალ ან ზეგ" საქართველოსაც მოსთხოვენ "მიბაძოს" ამერიკას და დასავლეთის იმ სახელმწიფოებს (ასეთი კი, უკვე ოცამდეა), სადაც ასევე მიღებულია კანონი ერთსქესიანთა "ქორწინების" შესახებ! დიახ, ალბათ არა ვართ დაზღვეულები რომ არ "მოგვთხოვენ" იმ საბაბით, რომ თუ საქართველოს სურს გახდეს დასავლური ცივილიზაციის წევრი და იზიარებს მის – ღირებულებებს და ფასეულობებს, – რომელიც დასავლეთშია მიღებული, მაშინ ეს კანონი საქართველომაც უნდა "გაითავისოს"! ასეა, თუ გვინდა ჩვენთვის "საოცნებო" დასავლური ორგანიზაციების წევრობა, რადგანაც ეს, ეკონომიკური და სხვა სიკეთის მიღებასთან ერთად, ბევრ "სხვა" ვალდებულებებსაც დაგვაკისრებს და ერთ–ერთი შეიძლება სწორედ, – ერთსქესიანთა "ქორწინების" დაკანონება იყოს საქართველოში!.. ისიც ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ერთსქესიანთა "ქორწინების" დაკანონება აბსოლუტურად მიუღებელია! ზოგიერთს (დიდ უმცირესობას) მიაჩნია, რომ ვინც ასე ფიქრობს იგი დასავლეთის წინააღმდეგია და რუსეთისაკენ უჭირავს თვალი?! ეს, ასე არ არის და, მართლაც ფარისევლობას დაემსგავსა ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული ერთგვარი მოდა, როდესაც ნებისმიერ თემაზე გამართული დებატებისას მოკამათენი ცდილობენ, რომ "დაამტკიცონ" საკუთარი პროდასავლურობა, ისინი კამათს იწყებენ და ამთავრებენ, – დასავლური ღირებულებების და ფასეულობების მნიშვნელობაზე და მათდამი "ერთგულებას ეფიცებიან” მსმენელებს! ამავდროულად, აშკარად მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ახალგაზრდა თაობა გაემიჯნოს უფროსს თაობას, რათა მათ შორის მოხდეს დაპირისპირება "განსხვავებული ღირებულებების ნიადაგზე"!.. საქართველოს გადარჩენა და განვითარება კი, სწორედ თაობათა კავშირშია, ერის რწმენისა და ზნეობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში! დღეს, რა "გზასაც" ადგას დასავლეთის სახელმწიფოების მთელი რიგი საზოგადოებები, რომლებიც ახდენენ "ცოდვის" ლეგალიზებას, ამ "გზით" საქართველომ რომ იაროს, ჩვენი ქვეყანა და ხალხი სრულიად დეგრადირდება და გადაგვარდება, ამიტომ, ქართული საზოგადოება არ უნდა "შეურიგდეს ცოდვას" და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგალიზება! საქართველოში, უკვე 1600 წელია, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ღირებულებები და ფასეულობები იყო, არის და იქნება, – სახარებისეული 10 მცნება! ასე იყო, – დასავლეთის უმრავლეს სახელმწიფოებშიც და ერებშიც!.. იმედი ვიქონიოთ, რომ დასავლეთი დაუბრუნდება თავის "პირველად ღირებულებებსა და ფასეულობებს", რაც სრულად უნისონშია ქართულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან, რადგანაც ორივეს ქრისტიანული საწყისი აქვს!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი