„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ ექვს პირს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
26-09-2018, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს: ნათელა მამულაშვილს, ნინო გოგილაშვილს, ნინო კორძაიას, ლაშა ჩანტლაძეს, ქეთევან ჩანტლაძესა და გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

 

 

საქმის პროკურორის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, „არსებობდა მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოდგენილია მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები“.

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით 24 სექტემბერს დააკავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი