ირმა ქავთარაძე: „საქართველოს დაწინაურება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში“
26-09-2018, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურისტულად მზარდი ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.

 

 

„ავტორიტეტული პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, საქართველომ უსაფრთხო ქვეყანების რეიტინგში ორი ადგილით წინ გადავიდა და ჩვენ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს ვიკავებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია და ა.შ. ამ ფონზე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა", განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ქვეყანაა.

 


„უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ხელს უწყობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველო დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ. ეს არის მთელი იმ ღონისძიების შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე მთელი მთავრობა. ასევე ეს არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც გაწიეს ტუროპერატორებმა, ამ სფეროში ჩართულმა კომპანიებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ტურიზმის სექტორში საქმიანობენ“, აღნიშნა ქავთარაძემ.

 


მინისტრის მოადგილემ ტუროპერატორებს ტურიზმის საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება. ირმა ქავთარაძის განცხადებით, ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებითი ღირებულება 3 მილიარდს აღემატება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ჩვენი ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, ამ სფეროს განვითარება ხელს უწყობს ისეთ მომიჯნავე დარგებს, როგორიც არის კვების სექტორი, სამშენებლო ინდუსტრია და ა.შ.

 


სასტუმრო "იოტაში" ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრას, სადაც ტურიზმის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, ირმა ქავთარაძესთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი